მთავარი გვერდი
| ||||
![]()
რჩეული სტატია
სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისთანბულ) — თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ხოლო ამან ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია. XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა. ქალაქი ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი.
![]()
დღის სტატია
ფონოგრაფი (ფონო... და ბერძნ. grapho — ვწერ), მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო; გამოიგონა ტ. ედისონმა 1877 წელს. ბგერა იწერებოდა ლილვაკზე შემოხვეული კალის კილიტაზე (ან ცვილით დაფარულ ქაღალდის ლენტზე) მემბრანასთან დაკავშირებული ნემსით (საჭრისით), კილიტის ზედაპირს ნემსი კაწრავდა (ქმნიდა ცვალებადი სიღრმის ხრახნულ ღარაკს). ბგერათა აღწარმოების დროს ღარში მოძრავი ნემსი ირხეოდა და მასთან დაკავშირებული მემბრანა ბგერას გამოცემდა. გაუმჯობესებულ ფონოგრაფს XX საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ დიქტოფონის სახით, ფონოგრაფის საფუძველზე შექმნილი იყო გრამოფონი და პატეფონი, რომლებიც XX საუკუნის 40-50-იან წლებში შეცვალა ელექტომექანიკურმა და მაგნიტურმა ჩამწერმა, აგრეთვე აღმწარმოებელმა მოწყობილობამ (მაგ., ელექტროფონი, მაგნიტოფონი და სხვა).
![]()
დღის სურათი
ბავარიის ეროვნული მუზეუმი.
![]()
სიახლეები
პრესპის შეთანხმების თანახმად მაკედონიას ოფიცალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნაიიბ ბუკელე (სურათზე) სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი საქველმოქმედო კონცერტის სცენაზე დანით მოკლეს.
![]()
19 თებერვალი — ამ დღეს...
1600 : პერუს სტრატოვულკან უაინაპუტინას ამოფრქვევა ყველაზე მასშტაბური გახდა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში.
1810 : ქუთაისში რუსული მმართველობა გამოცხადდა.
1878 : თომას ედისონმა ფონოგრაფის წარმოებაზე პატენტი მიიღო.
1942 : მეორე მსოფლიო ომი : ავსტრალიის ისტორიაში უცხო ძალების უდიდეს შეტევაში იაპონიის საიმპერიო ფლოტის 240 მოიერიშე ქალაქ დარვინს ბომბავს, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.
1959 : ბრიტანეთ-თურქეთ-საბერძნეთის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა კვიპროსის რესპუბლიკა.
1986 : სსრკ-ის ორბიტული სადგური მირი (სურათზე) პირველი ხანგრძლივი კვლევითი ცენტრი გახდა კოსმოსში.
2008 : ფიდელ კასტრო 49 წლიანი მმართველობის შემდეგ კუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
![]()
იცით თუ არა, რომ?
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
| | ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი | | ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები | | ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
| | ვიკიციტატა ციტატების კოლექცია | | ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები | | ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
| | ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი | | ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები | | მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
| | ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი | | ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა | | მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |